გავეცანით ერთმანეთს და ტრენერს, ტრენინგის მოდულებს, ვნახეთ პროექტის გეგმის შაბლონი, გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, დავრეგისტრირდით ბლოგზე, გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიას.
გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტების სწავლების თემაზე, ჩამოვტვირთეთ და სათითაოდ დავათვალიერეთ ბუკლეტის ნიმუშები, შევქმენით ბუკლეტი ჩვენი პროექტის თემაზე.
ტრენინგის მესამე დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული იყო. განვსაზღვრეთ სტანდარტი, პროექტს შევუსაბამეთ მოსწავლეზე ორიენტირებული მიზნები და შედეგები, შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი აქტივობები.
Комментарии
Отправить комментарий